ბორის პისტორიუსი აცხადებს, რომ უკრაინისთვის Taurus-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდებას ამ ეტაპზე საჭიროდ არ მიიჩნევს

13:09, 05.07.2026

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის Taurus-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდებას ამ ეტაპზე საჭიროდ არ მიიჩნევს. მისი თქმით, უკრაინული ძალები ეფექტურად უტევენ რუსეთის სამხედრო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ლოგისტიკურ ობიექტებს, ძირითადად უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით.

პისტორიუსის განცხადებით, სწორედ ამიტომ არ ფიქრობს, რომ უკრაინას ამ დროისთვის Taurus-ის რაკეტები სჭირდება.

„ვითარება არასდროს ყოფილა ისეთი ხელსაყრელი, როგორიც ახლაა. ფრონტის ხაზზე თითქმის არანაირი გადაადგილება არ ხდება. ზოგჯერ რამდენიმე კილომეტრით ერთი მხარე მიიწევს წინ, ზოგჯერ – მეორე, თუმცა ეს ყოველთვის რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის უზარმაზარი დანაკარგების ფასად ხდება. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ უკრაინა სულ უფრო ხშირად ახერხებს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეების განადგურებას, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისა და სამხედრო ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის“, – განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

მსგავსი