ბორის პისტორიუსი აცხადებს, რომ გერმანიას ნატო-ს თავდაცვითი მიზნების დასაკმაყოფილებლად დამატებით 60 000-მდე სამხედრო სჭირდება
ბორის პისტორიუსი აცხადებს, რომ გერმანიას ნატო-ს თავდაცვითი მიზნების დასაკმაყოფილებლად დამატებით 60 000-მდე სამხედრო სჭირდება

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, ქვეყანას ნატო-ს თავდაცვითი მიზნების დასაკმაყოფილებლად დამატებით 60 000-მდე სამხედრო სჭირდება.

მისივე თქმით, ნატო-ს განახლებული თავდაცვითი საჭიროებები რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების საპასუხოდაა შემუშავებული და კოლექტიური თავდაცვის გეგმების განსახორციელებლად, რომელიც ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას ისახავს მიზნად, გერმანია თავისი სამხედრო პოზიციის ადაპტირებისკენ მიისწრაფვის.

„ვვარაუდობთ, თუმცა ეს მხოლოდ უხეში შეფასებაა, რომ გვჭირდება დაახლოებით 50 000-60 000-ით მეტი სამხედრო რეგულარულ შეიარაღებულ ძალებში, ვიდრე ახლა გვყავს“, – განაცხადა პისტორიუსმა.

თავდაცვის მინისტრი, ასევე, აღნიშნავს, რომ შეიარაღებული ძალების რიგების მოხალისეობრივი სისტემით შევსება, შესაძლოა, საკმარისი არ აღმოჩნდეს და გაწვევა გახდეს საჭირო, თუმცა ამისათვის ამჟამად გერმანიას რესურსები არ აქვს.

„სწორედ ამიტომ საჭიროა შესაძლებლობების გაზრდა“, – აცხადებს გერმანიის თავდაცვის მინისტრი.