ბორის პისტორიუსი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინზე თავისი გავლენა არასწორად შეაფასა
ბორის პისტორიუსი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინზე თავისი გავლენა არასწორად შეაფასა

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინზე თავისი გავლენა არასწორად შეაფასა.

პისტორიუსის თქმით, ტრამპის და პუტინის სატელეფონო საუბარში პროგრესი მიღწეული ვერ იქნა.

„ვფიქრობ, რომ მან არასწორად შეაფასა თავისი მოლაპარაკების პოზიცია“, – განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი 19 მაისს შედგა და ორსაათ-ნახევარი გრძელდებოდა. საუბრის დასრულების შემდეგ ორივე მხარემ დიალოგი დადებითად შეაფასა.