ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ევროკავშირის სამიტზე ბრექსიტის გადავადებას არ მოითხოვს
ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ევროკავშირის სამიტზე ბრექსიტის გადავადებას არ მოითხოვს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ 17-18 ოქტომბერს დაგეგმილ ევროკავშირის სამიტზე ლიდერებს ბრექსიტის გადავადებას არ მოსთხოვს.

გავრცელებული ინფორმაციით, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ბრექსიტის საკითხზე მოლაპარაკებები უნდა გააქტიურდეს. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, დაგეგმილია ბორის ჯონსონისა და ჟან-კლოდ იუნკერის შეხვედრაც.

ბრიტანეთში ძალაში შევიდა პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომელიც მთავრობას ავალდებულებს, იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდება, ევროკავშირს ბრექსიტის გადავადების შესახებ მიმართოს.