ბორის ჯონსონმა და ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საკითხზე სატელეფონო საუბარი გამართეს
ბორის ჯონსონმა და ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საკითხზე სატელეფონო საუბარი გამართეს

ბორის ჯონსონმა და ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ღრმა შეშფოთება გამოხატა უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების ზრდის გამო და დაძაბულობის დეესკალაციისთვის, გრძელვადიანი გადაწყვეტის ძიებისთვის, დიპლომატიური არხებით მუშაობას გაუსვა ხაზი.

ასევე, პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერას და რუსეთის პრეზიდენტი გააფრთხილა, რომ ნებისმიერი დესტაბილიზაციური ქმედება იქნება სტრატეგიული შეცდომა, რომელსაც მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება.

სატელეფონო საუბრისას ბორის ჯონსონმა საერთაშორისო დიალოგის და რეგიონალური უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მინსკის პროტოკოლის პირობების შესრულებას ყველა მხარემ უნდა სცეს პატივი.