ბორის ჯონსონმა ბრექსიტის შესახებ კანონპროექტის პარლამენტში განხილვა შეაჩერა
ბორის ჯონსონმა ბრექსიტის შესახებ კანონპროექტის პარლამენტში განხილვა შეაჩერა

ბორის ჯონსონმა ბრექსიტის შესახებ კანონპროექტის პარლამენტში განხილვა შეაჩერა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა მას შემდეგ მიიღო, რაც კანონმდებლებმა კანონპროექტის სამ დღეში განხილვაზე უარი განაცხადეს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის ლიდერებს გაესაუბრება და მოახსენებს, რომ ბრექსიტის თარიღის გადავადების წინააღმდეგია.

დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა ბრექსიტის შესახებ შეთანხმებას გასულ კვირას მიაღწიეს, რის შემდეგაც დოკუმენტი ევროკავშირის სამიტზე მიიღეს. ახლა შეთანხმების რატიფიცირება დიდი ბრიტანეთის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ უნდა მოახდინოს.