ბორის ჯონსონმა არჩევნებამდე ერთი დღით ადრე მოსახლეობას რძე და ფორთოხლის წვენი დაურიგა [ვიდეო]

ბორის ჯონსონმა არჩევნებამდე ერთი დღით ადრე მოსახლეობას რძე და ფორთოხლის წვენი დაურიგა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა სატვირთო ავტომობილები პროდუქტით თავად დატვირთა, რის შემდეგ იორკშირის საგრაფოში მცხოვრებ მოსახლეობას რძე და ფორთოხლის წვენი დაურიგა.

მოსახლეობასთან საუბრის დროს დიდი ბრიტანეთის პრემიერმა განაცხადა, რომ 12 დეკემბერი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ბორის ჯონსონის განმარტებით, ახლა მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, დაიწყება თუ არა ქვეყანაში ახალი პოლიტიკური კრიზისი.

„ამჟამად არსებული ვითარება არ შეიძლება იყოს უფრო კრიტიკული. ყველას ვეუბნები, რომ ახალი კრიზისის რისკი ძალიან მაღალია“,- განაცხადა ბორის ჯონსონმა.

შეგახსენებთ, 12 დეკემბერს დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. მისი გამართვის ინიციატივით პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მას შემდეგ გამოვიდა, რაც ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მის მიერ ბრექსიტის შესახებ ევროკავშირთან მიღწეულ შეთანხმებას მხარი არ დაუჭირა.