ბორის ჯონსონმა ახალი კაბინეტი დანიშნა
ბორის ჯონსონმა ახალი კაბინეტი დანიშნა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ახალი კაბინეტი დანიშნა. შესაბამის ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, ჯონსონმა მთლიანი კაბინეტი ჩაანაცვლა. ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ზოგიერთი ახალი მინისტრების ვინაობის შესახებაც წერს. კერძოდ, განათლების მდივნად ჯეიმს კლევერლი დაინიშნა. ლანკასტერის საჰერცოგოს კანცლერის თანამდებობა კიტ მალთჰაუზმა დაიკავა. ცხოვრების დონის ამაღლების და საცხოვრებელი საკითხების მდივნის პოსტზე ჯონსონმა გრეგ კლარკი დანიშნა. ის ამ პოსტზე მაიკლ გოუვის ჩაანაცვლებს.

როგორც „ბიბისი“ წერს, დღეს ბორის ჯონსონი კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარეობას დატოვებს, თუმცა შესაძლოა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შემოდგომამდე შეინარჩუნოს.

ბოლო ორი დღის განმავლობაში ბორის ჯონსონის კაბინეტი 60-მდე წევრმა დატოვა. საქმე ეხება კონსერვატორების პარტიის საპარლამენტო მდივნის მოადგილე კრის პინჩერს, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს. პინჩერმა ბოდიში მოიხადა და თანამდებობა 30 ივნისს დატოვა, თუმცა, როგორც მედია წერს, აღმოჩნდა, რომ პინჩერის წინააღმდეგ საჩივარი სამი წლით ადრეც არსებობდა, რომლის შესახებაც ბორის ჯინსონი საქმის კურსში იყო და ამის მიუხედავად, ის მაღალ თანამდებობაზე დანიშნა. ბორის ჯონსონის განცხადებით, ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ კრის პინჩერი მთავრობაში მუშაობდა.