ბორის ჯონსონი - თუ ლონდონი და ევროკავშირი ბრექსიტის პირობებზე ვერ შეთანხმდებიან, ბრიტანეთი კომპენსაციის სახით 39 მილიარდ გირვანქა სტერლინგს არ გადაიხდის
ბორის ჯონსონი - თუ ლონდონი და ევროკავშირი ბრექსიტის პირობებზე ვერ შეთანხმდებიან, ბრიტანეთი კომპენსაციის სახით 39 მილიარდ გირვანქა სტერლინგს არ გადაიხდის

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის თქმით, თუ ლონდონი და ევროკავშირი ბრექსიტის პირობებზე შეთანხმებას ვერ შეძლებენ, მაშინ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა კომპენსაციის სახით 39 მილიარდ გირვანქა სტერლინგს არ გადაიხდის.

აღნიშნული თანხის გადახდას ლონდონს ყოფილ პრემიერ მინისტრ ტერეზა მეის მიერ ევროკავშირთან შეთანხმებული დოკუმენტი ითვალისწინებს. ამასთან, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ევროკავშირთან შეთანხმების გაფორმების შანსები ახლა იზრდება და ეს, შესაძლოა, სულ მალე მოხდეს. ეს განცხადბები დიდი ბრიტანეთის პრემიერმა საფრანგეთში დიდი შვიდიანის ლიდერების სამიტზე გააკეთა.

დღესვე ბორის ჯონსონი ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს შეხვდა. მოლაპარაკებების მთავარი თემა ამ შეთხვევაშიც ბრექსიტი იყო.

დატოვე კომენტარი