ბორის ჯონსონის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტი თხუთმეტმა მინისტრმა დატოვა
ბორის ჯონსონის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტი თხუთმეტმა მინისტრმა დატოვა

ბორის ჯონსონის პრემიერ-მინისტრად დანიშვნიდან რამდენიმე საათში ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტი თხუთმეტმა მინისტრმა დატოვა.

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი​ საჯიდ ჯავიდი ფინანსთა მინისტრი გახდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ეს მინისტრთა კაბინეტის ყველაზე მასშტაბური წმენდაა. როგორც ბრიტანული მედია წერს, ხვალ გაერთიანებულ სამეფოს არა განახლებული, არამედ ფაქტობრივად ახალი მთავრობა ეყოლება.

ბორის ჯონსონი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად ოფიციალურად დღეს დაინიშნა.