ბორის ჯონსონი- ვლადიმერ პუტინს სკრიპალის საქმიდან დისტანცირება არ გამოუვა
ბორის ჯონსონი- ვლადიმერ პუტინს სკრიპალის საქმიდან დისტანცირება არ გამოუვა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, სკრიპალის საქმის ირგვლივ არსებული ყველა მტკიცებულება იმაზე მიუთითებს, რომ ორმაგი აგენტის მოწამვლის უკან რუსეთი დგას. შესაბამისად, ვლადიმერ პუტინს ამ საქმიდან დისტანცირება არ გამოუვა.

„ ჩვენ, დიდ ბრიტანეთში ვთვლით, რომ ყველა მტკიცებულება რუსეთის ხელისუფლების ბრალეულობაზე მიუთითებს. ისევე, როგოც ალექსანდრ ლიტვინენკოს საქმეში.
საბოლოოდ, რუსეთის ხელისუფლების ქმედებებზე პასუხიმგებლობა ეკისრება ვლადიმერ პუტინს, ამიტომ ვთვლი, რომ მას ამ საქმიდან დისტანცირება არ გამოუვა “,- განაცხადა ბორის ჯონსონმა.

ჯონსონის თქმით, სერგეი სკრიპალი რუსეთის ხელისუფლების სამიზნე იყო . „ ვლადიმერ პუტინმა თავად თქვა, რომ სკრიპალის მსგავსი მოღალატეები, უნდა მოწამლო“,- განაცხადა მან.

რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცერი, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია, ბრიტანეთში მოწამლეს. ორივე მათგანი ამ დრომდე უგონო მდგომარეობაშია.