ბორის ჯონსონი - ვლადიმერ პუტინი იმედოვნებდა ნაკლებ ნატო-ს დასავლეთ საზღვრებზე, მაგრამ არასწორი აღმოჩნდა, ის იღებს მეტ ნატო-ს
ბორის ჯონსონი - ვლადიმერ პუტინი იმედოვნებდა ნაკლებ ნატო-ს დასავლეთ საზღვრებზე, მაგრამ არასწორი აღმოჩნდა, ის იღებს მეტ ნატო-ს

დღევანდელი სამიტიდან პირველი გაკვეთილი არის, რომ ვლადიმერ პუტინი იმედოვნებდა ნაკლებ ნატო-ს დასავლეთ საზღვრებზე უკრაინაში არაპროვოცირებული, უკანონო შეჭრის შედეგად. სრულიად არასწორი აღმოჩნდა, ის იღებს მეტ ნატო-ს, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ნატო-ს სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ნატო-ში იღებენ ორ ახალ წევრს – ფინეთსა და შვედეთს, რაც უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯია ალიანსისთვის.

ამასთან, როგორც ბორის ჯონსონმა აღნიშნა, ნატო-ს სამიტზე სხვა საკითხებთან ერთად, ასევე ისაუბრებენ, თუ როგორ შეუძლია ალიანსს, მეტად დაეხმაროს უკრაინელებს.

„ბევრი მნიშვნელობით, ეს არის ისტორიული სამიტი. ჩვენ ვიღებთ ორ ახალ წევრს – ფინეთსა და შვედეთს, რომლებიც წევრიანდებიან ალიანსში. ეს არის უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ალიანსისთვის. ჩვენ ვისაუბრებთ, თუ როგორ შეუძლია ალიანსს, მეტად დაეხმაროს უკრაინელებს. ასევე ჩვენ გვჭირდება, ვიფიქროთ გასული თვეების გაკვეთილებზე და ნატო-ს საჭიროებაზე, გადახედოს პოზიციას მის აღმოსავლეთ საზღვარზე“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

შეგახსენებთ, თურქეთის, ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სამმხრივ მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც ადასტურებს, რომ მადრიდის ნატო-ს სამიტზე თურქეთი მხარს დაუჭერს ალიანსში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას.