ბორის ჯონსონი ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს სამარცხვინოს უწოდებს
ბორის ჯონსონი ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს სამარცხვინოს უწოდებს

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ში ხელისუფლების გადაბარება მშვიდობიანად და გეგმაზომიერად მოხდეს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა დაწერა.

„სამარცხვინო სცენები აშშ-ის კონგრესში. აშშ მხარს უჭერს დემოკრატიას მთელ მსოფლიოში და ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელივანია, რომ ხელისუფლების გადაბარება მშვიდობიანად და გეგმაზომიერად მოხდეს”, – წერს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი.