ბორის ჯონსონი – ვაქცინის დამტკიცებამდე დიდი დროა

22:46, 09.11.2020

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ფრთხილად მოეკიდა ამერიკული ფარმაცევტული კორპორაცია Pfizer-ისა და გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანია BioNTech-ის​ განცხადებას, ვაქცინის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც შუალედური შედეგების მიხედვით 90 პროცენტით ეფექტურია. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

ბორის ჯონსონის თქმით, მსოფლიომ ერთი მნიშვნელოვანი დაბრკოლება გადალახა, თუმცა ვაქცინის დამტკიცებამდე დიდი დროა. მედიის ცნობით, მან ეს სიახლე საშველად მომავალი კავალერიის ხმას შეადარა, რომელიც შორიდან ისმის და მისი გამოჩენა ჯერ ძალიან, ძალიან ადრეა.

„ჩვენ არ შეგვიძლია, სრულად დავეყრდნოთ ამ სიახლეს, როგორც პრობლემის გადაწყვეტას და უდიდესი შეცდომა, რომლის დაშვებაც ახლა შეგვიძლია, კრიტიკულ მომენტში ჩვენი გადაწყვეტილების შესუსტება იქნება“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

მსგავსი