ბორის ჯონსონი - უსაფრთხოების პოლიტიკის ერთგული ევროკავშირიდან გასვლის შემდეგაც ვრჩებით
ბორის ჯონსონი - უსაფრთხოების პოლიტიკის ერთგული ევროკავშირიდან გასვლის შემდეგაც ვრჩებით

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლის შემდეგაც ორგანიზაციასთან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ითანამშრომლებს, როგორიც საერთაშორისო სანქციებია, – ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაგრძელება საერთაშორისო სანქციებთან მიმართებაში, ასევე, უსაფრთხოების პოლიტიკის ერთგული ვრჩებით“, – განაცხადა ჯონსონმა.

ბორის ჯონსონი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირიდან გასვლა იმედისმომცემია და არა შიშის საფუძველი.