ბორის ჯონსონი - თუ მოქალაქეები მთავრობის რეკომენდაციებს დაიცავენ, ივნისის მიწურულისთვის კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი შემცირდება
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი იმედოვნებს, რომ ქვეყანა კორონავირუსის დაძლევას 12 კვირაში შეძლებს.
ბორის ჯონსონის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეები მთავრობის რეკომენდაციებს დაიცავენ, ივნისის მიწურულისთვის დაინფიცირების რიცხვი შემცირდება.
ბრიტანეთის პრემიერი ასევე აღნიშნავს, რომ იმ ზომების ერთობლიობა, რომლის დაცვასაც მოქალაქეებს სთხოვენ, ასევე დიაგნოსტირება და მეცნიერული პროგრესი შედეგს გამოიღებს.
გაერთიანებულ სამეფოში ახალ კორონავირუსს 138 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულია 2700-ზე მეტი. გასული 24 საათის განმავლობაში გარდაცვლილთა რიცხვი 29-ს შეადგენს. გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ჩრდილოეთ ირლანდიაში.