ბორის ჯონსონი - თავისუფლების დასასრული უკრაინაში ნიშნავს თავისუფლების ყოველგვარი იმედის გაქრობას საქართველოში და შემდეგ მოლდოვაში
ბორის ჯონსონი - თავისუფლების დასასრული უკრაინაში ნიშნავს თავისუფლების ყოველგვარი იმედის გაქრობას საქართველოში და შემდეგ მოლდოვაში

თავისუფლების დასასრული უკრაინაში ნიშნავს თავისუფლების ყოველგვარი იმედის გაქრობას საქართველოში და შემდეგ მოლდოვაში, – აღნიშნულის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის საგაზაფხულო კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომი გადაწყვიტა იმის გამო, რომ ეშინოდა მეზობლად ჰყოლოდა თავისუფალი, დემოკრატიული ერი.

„პუტინი არ გაჩერდება უკრაინაზე, თუ შეჭრა მისი გზით გაგრძელდება, თავისუფლების დასასრული უკრაინაში მოასწავებს თავისუფლების ყოველგვარი იმედის გაქრობას საქართველოში და შემდეგ მოლდოვაში – ეს იქნება დაშინების ახალი ეპოქის დასაწყისი მთელს აღმოსავლეთ ევროპაში, ბალტიიდან შავ ზღვამდე“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

ასევე, პრემიერმა დასძინა, რომ ბრიტანეთმა უნდა გადადგას გაბედული, აუცილებელი ნაბიჯები, რათა დაასრულოს დამოკიდებულება რუსულ ნავთობზე და გაზზე. ჯონსონმა რუსეთის პრეზიდენტს „იატაკქვეშეთის“ წარმომადგენელი უწოდა, რომელიც მისი თქმით, რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულებას ქმნის.