ბორის ჯონსონი შოტლანდიელ ნაციონალისტებს მოუწოდებს, დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმზე დაუსრულებელი საუბარი შეწყვიტონ

00:51, 29.01.2021
British Prime Minister Boris Johnson meets troops as they set up a vaccination centre in the Castlemilk district of Glasgow, Scotland, Britain January 28, 2021. Jeff J Mitchell/Pool via REUTERS

British Prime Minister Boris Johnson meets troops as they set up a vaccination centre in the Castlemilk district of Glasgow, Scotland, Britain January 28, 2021. Jeff J Mitchell/Pool via REUTERS

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი შოტლანდიელ ნაციონალისტებს მოუწოდებს, შეწყვიტონ დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმზე დაუსრულებელი საუბარი. ამის შესახებ ბორის ჯონსონმა შოტლანდიაში ვიზიტისას განაცხადა.

როგორც გაერთიანებული სამეფოს ლიდერმა აღნიშნა, შოტლანდიის დამოუკიდებლობის მომხრეებს ჰქონდათ შანსი 2014 წლის რეფერენდუმზე. მან რეფერენდუმს უწოდა მოვლენა, რომელიც თაობაში ერთხელ ხდება.

„არ მგონია, რომ სწორია დაუსრულებლად საუბარი კიდევ ერთ რეფერენდუმზე, რადგან ვფიქრობ, რომ ის რაც ამ ქვეყნის მოსახლეობას და შოტლანდიის მოსახლეობას სურს, არის ბრძოლა ამ პანდემიის წინააღმდეგ. ვერ ვხედავ აზრს უსაგნო კონსტიტუციურ კამათში, როდესაც რეფერენდუმი არც თუ ისე დიდი ხნის წინ გვქონდა“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

„იგივე ხალხი, ვინც საუბრობს კიდევ ერთ რეფერენდუმზე, სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ, 2014 წელს ამბობდა, რომ ეს არის ისეთი მოვლენა, რომელიც თაობაში ერთხელ ხდება. მე ვემხრობი იმას, რაც მათ უკანასკნელად თქვეს“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი