ბორის ჯონსონი შიშობს, რომ რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენოს
ბორის ჯონსონი შიშობს, რომ რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენოს

ბორის ჯონსონი შიშობს, რომ რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენოს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა „სქაი ნიუსთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა.

ჯონსონის თქმით, ერთადერთი გზა უკრაინაში ომის დასასრულებლად არის პუტინის მიერ იმის გაცნობიერება, რომ მან „კატასტროფული შეცდომა“ დაუშვა.

„ის, რაც ქიმიური იარაღის შესახებ გვესმის, რუსეთის თამაშის წესებში შედის. ისინი იწყებენ საუბარს, რომ ქიმიური იაღარი მათმა ოპონენტებს ან აშშ-მა შეინახა“, – განაცხადა ჯონსონმა.