ბორის ჯონსონი - შეგიძლიათ, ხელები შემიბოჭოთ, მაგრამ ბრექსიტის გადავადებას არ მოვითხოვ
ბორის ჯონსონი - შეგიძლიათ, ხელები შემიბოჭოთ, მაგრამ ბრექსიტის გადავადებას არ მოვითხოვ

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ის ევროკავშირისგან ბრექსიტის გადავადებას არ მოითხოვს, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა აღნიშნული კანონპროექტი უკვე მიიღო. ეს განცხადება ბორის ჯონსონმა პარლამენტის ბოლო სხდომაზე გააკეთა.

„ეს მთავრობა გააგრძელებს მოლაპარაკებებს შეთანხმებასთან დაკავშირებით, თუმცა ამავდროულად ემზადება შეთანხმების გარეშე გამოსვლისთვის. წავალ 17 ოქტომბერს გადამწყვეტ სამიტზე, მიუხედავად იმისა, რამდენ გზას მოიგონებს პარლამენტი იმისთვის, რომ ხელები შემიბოჭოს და ვეცდები, მივაღწიო შეთანხმებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

გუშინ ბრიტანეთის პარლამენტმა უკვე მეორედ უარყო ბორის ჯონსონის ინიციატივა ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ. ბრიტანეთის პარლამენტმა 14 ოქტომბრამდე მუშაობა შეაჩერა.