ბორის ჯონსონი საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მოქალაქეებს სამი სახის სამუშაო ვიზის შემოღებას ჰპირდება
ბორის ჯონსონი საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მოქალაქეებს სამი სახის სამუშაო ვიზის შემოღებას ჰპირდება

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი 12 დეკემბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მოქალაქეებს სამი სახის სამუშაო ვიზის შემოღებას ჰპირდება.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, სამუშაო ვიზის ერთი სახე იქნება „გამორჩეული ტალანტები“, რომელთა შორისაც მეცნიერები, გენიოსები, სტარტაპერები და ის ხალხი იგულისხმება, რომელთაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის ხელის შეწყობა შეუძლიათ.

მეორე კატეგორიაში, კვალიფიციური კადრები მოხვდებიან. მესამე ტიპის სამუშაო ვიზა კი, გაიცემა იმ პირებზე, რომლებიც ქვეყანაში სამუშაოდ მოკლე დროით, „დარგობრივი პრინციპით“ შევლენ და რომლისთვისაც განსაკუთრებული კვალიფიკაცია არ მოითხოვება. მაგალითისთვის, ეს შეიძლება იყოს სეზონური სამუშაო სოფლის მეურნეობაში. აღსანიშნავია, რომ ამ კატეგორიის მქონე პირები, ქვეყანაში საცხოვრებლად დარჩენას ვერ შეძლებენ.

დიდი ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 12 დეკემბერს გაიმართება.ვადამდელი არჩევნების გამართვის ინიციტივით დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მას შემდეგ გამოვიდა, რაც საკანონმდებლო ორგანომ, მის მიერ ბრექსიტის შესახებ ევროკავშირთან მიღწეულ შეთანხმება არ დაამტკიცა.