ბორის ჯონსონი - რამდენიმე ქვეყანაში, სადაც ზომები შემსუბუქდა, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ მოიმატა, ეს გაფრთხილებაა, რომ არ ვიჩქაროთ
ბორის ჯონსონი - რამდენიმე ქვეყანაში, სადაც ზომები შემსუბუქდა, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ მოიმატა, ეს გაფრთხილებაა, რომ არ ვიჩქაროთ

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი აცხადებს, რომ იმ ქვეყნებში, სადაც შეზღუდვები შეამსუბუქეს, ვირუსი მომატებული მაჩვენებელი ბრიტანეთისთვის გაფრთხილება იყო, რათა შეზღუდვები სწრაფად არ უნდა მოეხსნათ.

„ყურადღებით ვაკვირდებით, რა ხდება სხვა ქვეყნებში. ძალიან საყურადღებოა, რომ რამდენიმე ქვეყანაში, სადაც ზომები შემსუბუქდა, შემთხვევათა რაოდენობამ იმატა და ეს ძალიან მკაფიო გაფრთხილებაა ჩვენთვის, რომ არ ვიჩქაროთ, არ გავრისკოთ“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს.

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი დღეიდან შემსუბუქდება. კერძოდ, მოქალაქეებს სუფთა ჰაერზე გასეირნებისა და ვარჯიშის საშუალება განუსაზღვრელი ვადით შეეძლებათ. მანამდე მოქალაქეებს უფლება ჰქონდათ, დღეში მხოლოდ ერთი საათი ესეირნათ და ისიც სახლის სიახლოვეს. აღნიშნული შეზღუდვები დიდ ბრიტანეთში მარტის ბოლოდან მოქმედებდა.