ბორის ჯონსონი – პუტინმა აირჩია სისხლისღვრისა და ნგრევის გზა, გაერთიანებული სამეფო და ჩვენი მოკავშირეები გადამწყვეტად უპასუხებენ
პრეზიდენტმა პუტინმა აირჩია სისხლისღვრისა და ნგრევის გზა, – ასე გამოეხმაურა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ სამხედრო ოპერაციას.
„შეძრწუნებული ვარ უკრაინაში მომხდარი საშინელი მოვლენებით. მე ველაპარაკე პრეზიდენტ ზელენსკის მომდევნო ნაბიჯების განსახილველად. პრეზიდენტმა პუტინმა აირჩია სისხლისღვრისა და ნგრევის გზა, უკრაინაში ამ არაფრითპროვოცირებული თავდასხმის წამოწყებით. გაერთიანებული სამეფო და ჩვენი მოკავშირეები გადამწყვეტად უპასუხებენ“, – წერს ბორის ჯონსონი.
I am appalled by the horrific events in Ukraine and I have spoken to President Zelenskyy to discuss next steps.
President Putin has chosen a path of bloodshed and destruction by launching this unprovoked attack on Ukraine.
The UK and our allies will respond decisively.
— Boris Johnson (@BorisJohnson) February 24, 2022
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა.
უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.