ბორის ჯონსონი – პუტინი თუ არ გავაჩერეთ უკრაინაში, ის მოძებნის ახალ სამიზნეებს
A handout image released by 10 Downing Street, shows Britain's Prime Minister Boris Johnson speaking during a remote press conference to update the nation on the COVID-19 pandemic, inside 10 Downing Street in central London on April 30, 2020. - Britain is 'past the peak' of its coronavirus outbreak, Prime Minister Boris Johnson said Thursday, despite recording another 674 deaths in the last 24 hours, taking the total toll to 26,711. (Photo by Andrew PARSONS / 10 Downing Street / AFP) / RESTRICTED TO EDITORIAL USE - MANDATORY CREDIT "AFP PHOTO / 10 DOWNING STREET / ANDREW PARSONS " - NO MARKETING - NO ADVERTISING CAMPAIGNS - DISTRIBUTED AS A SERVICE TO CLIENTS
პუტინი თუ არ გავაჩერეთ უკრაინაში, ის მოძებნის ახალ სამიზნეებს, – ამის შესახებ განცხადება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა პარლამენტარების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ჯონსონმა დეპუტატებს მადრიდში გამართული ნატო-ს სამიტის შედეგები გააცნო.
„ჩვენი პრიორიტეტი არის გაერთიანება მოკავშირეებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს უკრაინის გამარჯვება მის გაბედულ ბრძოლაში პუტინის აგრესიის წინააღმდეგ. ჩვენ ყველა ვხვდებით, რომ თუ პუტინს უკრაინაში არ გავაჩერებთ, ის მოძებნის ახალ სამიზნეებს რევანშისტული თავდასხმებისთვის. ჩვენ არ ვიცავთ რაიმე აბსტრაქტულ იდეალებს, არამედ მშვიდობიანი სამყაროს პირველ პრინციპს, რომ დიდ და ძლიერ ქვეყნებს არ უნდა მიეცეთ უფლება, დაანაწევრონ მათი მეზობლები და თუ ეს ოდესმე იქნება დაშვებული, მაშინ არც ერთი ქვეყანა მსოფლიოში არ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ“, – განაცხადა ჯონსონმა.
ბორის ჯონსონმა ასევე ისაუბრე სასურსათო კრიზისზე, რომელიც შექმნილია უკრაინაში ხორბლის ბლოკირების გამო.
ჯონსონი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა განიხილოს ხორბლის მდინარე დუნაის მარშრუტით გატანის შესაძლებლობა, თუ ეს ბოსფორის სრუტით ვერ ხერხდება.
„ჩვენ უნდა განვიხილოთ ალტერნატიული ვარიანტები, თუ ხორბალი უკრაინიდან არ შეგვიძლია გავიტანოთ ბოსფორით“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.