ბორის ჯონსონი - მტერი შეიძლება მომაკვდინებელებია, თუმცა ვიცით, როგორ დავამარცხოთ ის
ბორის ჯონსონი - მტერი შეიძლება მომაკვდინებელებია, თუმცა ვიცით, როგორ დავამარცხოთ ის

მტერი შეიძლება მომაკვდინელებია, თუმცა ის ასევე დამარცხებადია და ჩვენ ვიცით, როგორ დავამარცხოთ ის, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა სპეციალურ პრესკოფერენციაზე კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიღებულ ზომებზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ ვიცით, როგორ დავამარცხოთ ის, ჩვენ ვიცით, რომ თუ ქვეყანა მეცნიერულ რჩევას მისდევს, ჩვენ მას დავამარცხებთ. ჩვენ წინ გველის მძიმე თვეები, თუმცა ამის მიუხედავად, გვაქვს რესურსები და სიმტკიცე, რომ ეს ბრძოლა მოვიგოთ“, – განაცხადა მან.

როგორც გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საჭიროა, ვირუსის გავრცელების მანამდე შეჩერება, ვიდრე ის ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას დაძლევს.

მისი თქმით, კორონავირუსი იმდენად საშიში და გადამდებია, რომ მის გავრცელებაზე კონტროლის მტკიცე ზომების გარეშე, მსოფლიოში ჯანდაცვის ნებისმიერ სისტემას დაძლევს.

ბორის ჯონსონი მიიჩნევს, რომ წინა დღით გამოცხადებული ზომებით დაავადების გავრცელებაზე ზემოქმედება შესაძლებელი იქნება.

„ხაზს ვუსვამ, იმის მიუხედავად, რომ ზომები უკიდურესია, ჩვენ შესაძლოა, კიდევ უფრო შორს და სწრაფად წავიდეთ.

უნდა ვიმოქმედოთ როგორც საომარი პერიოდის მთავრობამ და გავაკეთოთ ყველაფერი, რაც საჭიროა, ჩვენი ეკონომიკის მხარდასაჭერად“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

16 მარტს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ მოგზაურობისგან და კონტაქტებისგან. ბორის ჯონსონის განცხადებით, მოქალაქეებმა შეძლებისდაგვარად სახლიდან უნდა იმუშაონ.