ბორის ჯონსონი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების ფაქტს აღმაშფოთებელსა და უპატიებელს უწოდებს
ბორის ჯონსონი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების ფაქტს აღმაშფოთებელსა და უპატიებელს უწოდებს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების საქმეს ეხმაურება და მას აღმაშფოთებელსა და უპატიებელს უწოდებს.

ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს.

„ის, რაც აშშ-ში მოხდა, აღმაშფოთებელი და უპატიებელია, ჩვენ ყველამ ეკრანებზე ვიხილეთ. მე ძალიან კარგად მესმის ხალხის უფლების, გააპროტესტოს, თუმცა ცხადია, ასევე მჯერა, რომ პროტესტი უნდა გამოიხატოს კანონიერი და გონივრული გზით“, – განაცხადა პრემიერმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სადაც მას ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ჯორჯ ფლოიდის საქმის შეფასება სთხოვეს.

აშშ-ში უკვე მეცხრე დღეა, აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო, რომელიც პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას ემსხვერპლა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.