გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია გადაყვანილი. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ (BBC) ავრცელებს.
ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პრემიერ-მინისტრი საავადმყოფოში სიმპტომების გაუარესების შემდეგ, კვირას გადაიყვანეს. მანამდე ბორის ჯონსონი მკურნალობას რეზიდენციაში, იზოლირებულ პირობებში გადიოდა.
პრემიერის მოვალეობას დროებით სახელმწიფო მდივანი დომინიკ რააბი ასრულებს.