ბორის ჯონსონი – გაერთიანებული სამეფო სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე გადაწყვეტდა, რომ „იმედი“ და „პოსტივი“ სიტუაციის შესახებ ტყუილებს ანთხევდნენ, სანქციების დაწესება მიზანშეწონილია
ბორის ჯონსონი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ტელეკომპანიების – „იმედისა“ და „პოსტივის“ სანქცირების შესახებ აცხადებს, რომ ლონდონი ამ გადაწყვეტილებას ღრმა ანალიზის შედეგად მიიღებდა, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა Independence Avenue Media-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
„(გაერთიანებული სამეფოს) საგარეო საქმეთა სამინისტრო სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე გადაწყვეტდა, რომ „იმედი“ და „პოსტივი“ სიტუაციის შესახებ ტყუილებს ანთხევდნენ, რაც ძირს უთხრის დემოკრატიულ ღირებულებებს და სანქციების დაწესება მიზანშეწონილია“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.
ვიდეოს და თარგმანს Independence Avenue Media ავრცელებს.