ბორის ჯონსონი - გაერთიანებული სამეფო ალექსეი ნავალნის სოლიდარობას უცხადებს, დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ
ბორის ჯონსონი - გაერთიანებული სამეფო ალექსეი ნავალნის სოლიდარობას უცხადებს, დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ინტოქსიკაციის შემთხვევას სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ მეშვეობით ეხმაურება.

„ალექსეი ნავალნის მოწამვლამ მსოფლიოს შოკი მოჰგვარა. გაერთიანებული სამეფო სოლიდარობას უცხადებს მას და მის ოჯახს. ჩვენ გვჭირდება მომხდარის სრული, გამჭვირვალე გამოძიება. დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ, გაერთიანებული სამეფო უერთდება საერთაშორისო ძალისხმევას იმის უზრუნველსაყოფად, რომ სამართალი აღსრულდება“, – წერს ბორის ჯონსონი.

20 აგვისტოს რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა, როდესაც თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა. თვითმფრინავი ომსკში საგანგებოდ დაეშვა. ნავალნის გუნდში აცხადებენ, რომ პოლიტიკოსი მოწამლეს. ალექსეი ნავალნი ბერლინში 22 აგვისტოს ჩაიყვანეს.