ბორის ჯონსონი - ელისაბედ მეორემ მსოფლიოს არა მხოლოდ აჩვენა, როგორ მართო ხალხი, არამედ როგორ გასცე, გიყვარდეს და როგორ ემსახურო
ბორის ჯონსონი - ელისაბედ მეორემ მსოფლიოს არა მხოლოდ აჩვენა, როგორ მართო ხალხი, არამედ როგორ გასცე, გიყვარდეს და როგორ ემსახურო

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა პარლამნეტში სიტყვით გამოსვლისას დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ მეორის ხსოვნას პატივი მიაგო.

ბორის ჯონსონმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ელისაბედ მეორის მსახურებას შეიარაღებულ ძალებში.

„მან აჩვენა მსოფლიოს არა მხოლოდ, როგორ მართო ხალხი, მან აჩვენა მსოფლიოს, როგორ გასცე, როგორ გიყვარდეს და როგორ ემსახურო. ის იყო ბრიტანეთის საზოგადოებრივ ცხოვრებაში უკანასკნელი ცოცხალი ადამიანი, რომელიც მეორე მსოფლიო ომში უნიფორმით მსახურობდა. ის ბოლო ათასი წლის განმავლობაში სამეფო ოჯახის პირველი ქალი წევრი იყო, რომელმაც სრული ვადით იმსახურა შეიარაღებულ ძალებში“, – განაცხადა ჯონსონმა.