ბორის ჯონსონი – დიდმა ბრიტანეთმა და მისმა მოკავშირეებმა დაუყოვნებლივ უნდა გაგზავნონ ჯარისკაცები უკრაინაში

22:37, 21.02.2026

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ დიდმა ბრიტანეთმა და მისმა მოკავშირეებმა დაუყოვნებლივ უნდა გაგზავნონ ჯარისკაცები უკრაინაში. ამის შესახებ ჯონსონმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ თუ შეგვიძლია, გვქონდეს ჯარების ომის შემდგომ განლაგების გეგმა, მას შემდეგ, რაც პუტინი დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას, მაშინ რატომ არ გავაკეთოთ ეს ახლავე?“ – განაცხადა ჯონსონმა.

ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ასევე თქვა, რომ კონფლიქტის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, დასავლელ მოკავშირეებს მეტი ყურადღება რომ მიექციათ პუტინის მზარდი აგრესიისა და 2014 წელს ყირიმის ანექსიისთვის.

კითხვას, გულისხმობს თუ არა ის, რომ ბრიტანეთის და სხვა ევროპელი მოკავშირეების ჯარები ახლავე უნდა განლაგდნენ უკრაინის უსაფრთხო რაიონებში, მან დადებითად უპასუხა.

„მე ვერ ვხედავ ვერანაირ ლოგიკურ მიზეზს, თუ რატომ არ უნდა გავგზავნოთ იქ სამშვიდობო სახმელეთო ჯარები, რათა გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა, ჩვენი კონსტიტუციური მხარდაჭერა თავისუფალი, დამოუკიდებელი უკრაინის მიმართ. ეს პოლიტიკური საკითხია. საქმე ეხება იმას, არის თუ არა უკრაინა თავისუფალი ქვეყანა. თუ ის რუსეთის ვასალური სახელმწიფოა, რასაც პუტინი ისახავს მიზნად, მაშინ, ცხადია, პუტინი წყვეტს, ვინ ჩავა მის ქვეყანაში. თუ ეს ასე არ არის, მაშინ გადაწყვეტილება უკრაინელებს ეკუთვნით“, – აღნიშნა ჯონსონმა.

მსგავსი