ბორის ჯონსონი - დღეს პუტინი ცდილობს მთელი უკრაინის მიტაცებას, როგორც ეს გააკეთა ყირიმში, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, დავდგეთ ერთად და დავიცვათ საერთაშორისო სამართლის პრინციპები
ბორის ჯონსონი - დღეს პუტინი ცდილობს მთელი უკრაინის მიტაცებას, როგორც ეს გააკეთა ყირიმში, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, დავდგეთ ერთად და დავიცვათ საერთაშორისო სამართლის პრინციპები

დღეს პუტინი ცდილობს უკრაინის ტერიტორიების და მთელი უკრაინის მიტაცებას, როგორც ეს გააკეთა ყირიმში. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, დავდგეთ ერთად და დავიცვათ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები, რომელიც გულისხმობს, რომ არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია ძალის გამოყენებით ტერიტორიის მიტაცება და საზღვრების შეცვლა, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა „ყირიმის პლატფორმაზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, არასოდეს აღიარებენ რუსეთის მიერ ყირიმის ან სხვა რომელიმე ტერიტორიის ანექსიას.

„მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რათა გაგვაერთიანა და ყურადღება გაგვამახვილებინა რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიაზე, რადგან 2014 წელს ამ ტერიტორიის მიტაცება იყო მიმდინარე ომის მომასწავებელი. უნდა გამოვიჩინოთ მოკრძალება, რათა ვაღიაროთ, რომ ყველა ვერ აცნობიერებდა იმ უძლურებას, რაც მაშინ ხდებოდა. ყველა ჩვენგანის ქვეყანამ მოახდინა ძლიერი და ერთიანი რეაგირება, როდესაც პუტინმა მოახდინა ომის ესკალაცია 24 თებერვლის შემდეგ, მაგრამ ეს ტრაგედია სწორედ 8 წლის წინ დაიწყო. პუტინმა ძალადობრივად დაიკავა ევროპული ქვეყნის ტერიტორია და ძალის გამოყენებით გადახაზა ევროპული საზღვარი პირველად 1945 წლის შემდეგ. მან მოახდინა იმ ფაქტის იგნორირება, რომ რუსეთმა თავად აღიარა ყირიმი უკრაინის ტერიტორიად და დაარღვია იმდენი საერთაშორისო შეთანხმება, რომ ყველას ვერ ჩამოვთვლი. ყირიმში მცხოვრები ხალხი რუსეთის ხელისუფლების მხრიდან განიცდიდა ადამიანის უფლებების სასტიკ და სისტემატურ დარღვევას. ნახევარკუნძულის დაკავების შემდეგ, პუტინმა უფრო და უფრო მეტი ძალის თავმოყრა მოახდინა და გადააქცია შეიარაღებულ ბანაკად, საიდანაც ემუქრებოდა დანარჩენ უკრაინას და დღეს პუტინი ცდილობს უკრაინის ტერიტორიების და მთელი უკრაინის მიტაცებას, როგორც ეს გააკეთა ყირიმში. ამიტომ ჩვენთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, დავდგეთ ერთად და დავიცვათ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები, რომელიც გულისხმობს, რომ არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია ძალის გამოყენებით ტერიტორიის მიტაცება და საზღვრების შეცვლა. ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ რუსეთის მიერ ყირიმის ან სხვა რომელიმე ტერიტორიის ანექსიას. პუტინის თავდასხმის ფონზე, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი უკრაინელი მეგობრების სამხედრო, ჰუმანიტარული, ეკონომიკური და დიპლომატიური მხარდაჭერა, ვიდრე რუსეთი არ დაასრულებს ომს და არ გაიყვანს საკუთარ ძალებს უკრაინიდან“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.