ბორის ჯონსონი დაბალი კვალიფიკაციის მიგრანტებისთვის ახალი შეზღუდვების დაწესებას გეგმავს
ბორის ჯონსონი დაბალი კვალიფიკაციის მიგრანტებისთვის ახალი შეზღუდვების დაწესებას გეგმავს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, ბრექსიტის შემდგომ გარდამავალი პერიოდის დასრულებისთანავე, დაბალი კვალიფიკაციის მქონე მიგრანტებისთვის ახალი შეზღუდვების დაწესებას გეგმავს. ამის შესახებ გამოცემა „ტელეგრაფი“ იუწყება. მათი ინფორმაციით, დაბალი კვალიფიკაციის მქონე პირებს ქვეყანაში სამუშაოდ შესვლასა და ცხოვრებაზე გარკვეული შეზღუდვები ექნებათ.

გამოცემის ცნობით, აღნიშნულ საკითხზე პრემიერის თანაშემწეები მუშაობენ, რომლის მიხედვითაც მთავრობა ბრექსიტის შემდგომი საიმიგრაციო სისტემის ფორმირებას დაიწყებს და ჩანაცვლდება დროებითი ზომები.

შინაგან საქმეთა მდივანი, პრიტი პატელი მინისტრთა კაბინეტისთვის გაერთიანებული სამეფოს მომავალი საიმიგრაციო სისტემასთან დაკავშირებით ახალი წინადადებების წარდგენას, უახლოეს დღეებში გეგმავს.