ბორის ჯონსონი - ბრიტანეთმა ევროკავშირთან სავაჭრო მოლაპარაკებები დაასრულა, ვიდრე ევროგაერთიანება პოზიციას მნიშვნელოვნად არ შეცვლის
ბორის ჯონსონი - ბრიტანეთმა ევროკავშირთან სავაჭრო მოლაპარაკებები დაასრულა, ვიდრე ევროგაერთიანება პოზიციას მნიშვნელოვნად არ შეცვლის

ბრიტანეთმა ევროკავშირთან სავაჭრო მოლაპარაკებები დაასრულა, ვიდრე ევროგაერთიანება პოზიციას მნიშვნელოვნად არ შეცვლის, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული.

ბორის ჯონსონის პრესსპიკერის თქმით, ევროკავშირმა მოლაპარაკებები დაასრულა იმ ფონზე, როდესაც ბრიუსელს მოლაპარაკებებში პოზიციების ცვლილებები არ სურს.

მანამდე თავად ბორის ჯონსონმა თქვა, რომ ბრიტანეთი მომავალი წლისთვის ევროკავშირთან ხელშეკრულების გარეშე ვაჭრობისთვის მზად უნდა იყოს.

ევროკავშირში აცხადებენ, რომ მზად არიან დისკუსიების გაღრმავებისთვის, თუმცა ხელშეკრულება ნებისმიერ ფასად არ გაფორმდება.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ევროკავშირს არ სურს სერიოზულად განიხილოს ბრიტანეთის ვარიანტი ყოვლისმომცველ სავაჭრო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რომელიც კანადასთან არსებულ შეთანხმებას ეფუძნება. ბრიტანეთი ამჟამად გარდამავალ პერიოდშია და ევროკავშირის ერთიან ბაზარზე და საბაჟო კავშირში დეკემბრამდე რჩება.

ლონდონში ვადის გახანგრძლივებას გამორიცხავენ. თუ გარიგება არ შედგება, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესების შესაბამისად ივაჭრებს. ამ სცენარით, ევროკავშირი დააწესებს ტარიფებს დიდი ბრიტანეთის იმპორტირებულ საქონელზე, გაზრდის ისეთი საქონლის ხარჯებს, როგორიცაა საკვები და მანქანები და დიდი ბრიტანეთი ანალოგიურად იმოქმედებს.