ბორის ჯონსონი ბრიტანელებს კორონავირუსთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აძლევს
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ მოგზაურობისგან და კონტაქტებისგან. ბორის ჯონსონის განცხადებით, მოქალაქეებმა შეძლებისდაგვარად სახლიდან უნდა იმუშაონ.
ბრიტანეთის მთავრობის ახალი ზომები განსაკუთრებით ეხება ფეხმძიმე ქალებს, 70 წელს გადაცილებულ ადამიანებსა და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებს. ბრიტანეთის მთავრობა რისკჯგუფებს მოუწოდებს, რომ 12 კვირის განმავლობაში სახლში დარჩნენ.
ბორის ჯონსონმა ასევე აღნიშნა, რომ სიმპტომების აღმოჩენის შეთხვევაში, ყველა მოქალაქე სახლში 14 დღე უნდა დარჩეს და თავის შეიკავოს თუნდაც საკვებისა და პირველადი საჭიროების ნივთების ყიდვისგან.
ბრიტანეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 55-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის, ბრიტანეთში ახალი ტიპის კორონავირუსით 1 543 ადამიანია ინფიცირებული.