ბორის ჯონსონი - აშშ-ბრიტანეთის ურთიერთობებს ზოგიერთი ქედმაღალი პომპეზური კოხტაპრუწას გამო საფრთხის ქვეშ ვერ დავაყენებთ
ბორის ჯონსონი - აშშ-ბრიტანეთის ურთიერთობებს ზოგიერთი ქედმაღალი პომპეზური კოხტაპრუწას გამო საფრთხის ქვეშ ვერ დავაყენებთ

დონალდ ტრამპის ჩაშლილ ვიზიტზე გაკეთებული კომენტარის გამო, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლონდონის მერს „ქედმაღალი პომპეზური კოხტაპრუწა“ უწოდა.

„აშშ უდიდესი ინვესტორია ბრიტანეთში. ხანს და კორბინს სურთ, რომ ეს უმნიშვნელოვანესი ურთიერთობა რისკის ქვეშ დააყენონ. ვერ დავუშვებთ, რომ აშშ-ბრიტანეთის ურთიერთობები საფრთხის ქვეშ დადგეს მერიაში ზოგიერთი ქედმაღალი პომპეზური კოხტაპრუწას გამო“ – დაწერა მიკრობლოგ Twitter-ში ბორის ჯონსონმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ლონდონში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა, სადაც ამერიკის ახალი საელჩო უნდა გახსნილიყო. ტრამპის გადაწყვეტილებას ლონდონის მერი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა გაითვალისწინა ბევრი ლონდონელის განწყობა, რომ მის ვიზიტს არ მიესალმებოდნენ. სადიკ ხანმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მიერ აშშ-ის პრეზიდენტის მოწვევას შეცდომა უწოდა.

დატოვე კომენტარი