ბორის ჯონსონი საუდის არაბეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმაში ირანს ადანაშაულებს
ბორის ჯონსონი საუდის არაბეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმაში ირანს ადანაშაულებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ საუდის არაბეთის ნავთობობიექტებზე განხორციელებული თავდასხმის უკან ირანი დგას.

ეს განცხადება ბორის ჯონსონმა აშშ-ის გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გააკეთა. ჯონსონის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ბრიტანეთი აშშ-სთან და ევროპელ პარტნიორებთან აპირებს თანამშრომლობას.

ბრიტანეთამდე მომხდარ თავდასხმაში ირანს საუდის არაბეთი და აშშ-ი ადანაშაულებდა.

საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია „არამკოს“ ობიექტებზე თავდასხმა 14 სექტემბერს განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ირანთან დაკავშირებულმა ჰუსიტებმა აიღეს, რომლებიც იემენის დედაქალაქ სანას აკონტროლებენ. საუდის არაბეთი თავდასხმაში ირანს ადანაშაულებს.