ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ინგლისში სოციალური დისტანციის დაცვა სავარაუდოდ 21 ივნისიდან სავალდებულო აღარ იქნება
ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ინგლისში სოციალური დისტანციის დაცვა სავარაუდოდ 21 ივნისიდან სავალდებულო აღარ იქნება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, დიდი ალბათობით, სოციალური დისტანციის დაცვა ინგლისის მოქალაქეებს 21 ივნისიდან აღარ მოუწევთ.

ამის შესახებ განცხადება ბორის ჯონსონმა ჰართლფულში გამართული წინასაარჩევნო შეხვედრის დროს გააკეთა.

მისი თქმით, ვაქცინაციის ტემპისა და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების გათვალისწინებით, ინგლისში სოციალური დისტანციის დაცვა დიდი ალბათობით 21 ივნისიდან აღარ იქნება სავალდებულო.