ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ევროპის ზოგიერთ ნაწილში კორონავირუსის მეორე ტალღის ნიშნებია
ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ევროპის ზოგიერთ ნაწილში კორონავირუსის მეორე ტალღის ნიშნებია

ევროპის ზოგიერთ ნაწილში „კოვიდ-19“-ის პანდემიის მეორე ტალღის ნიშნებია, – ასე განმარტა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მთვარობის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობამ რეკომენდაცია მიიღო, თავი შეიკავონ ესპანეთში გამგზავრებისგან, ესპანეთიდან დაბრუნებული ადამიანები კი 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან.

„რაც უნდა გავაკეთოთ, არის გადამწყვეტი და სწრაფი რეაგირება იმ რეგიონთან დაკავშირებით, სადაც ვფიქრობთ, რისკი კვლავ იმატებს“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მოქალაქეების გადასაწყვეტია, გარისკავენ თუ არა ასეთ ვითარებაში გამგზავრებას.