ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთის სამხედრო დანაყოფებმა ავღანეთი თითქმის სრულად დატოვეს
ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთის სამხედრო დანაყოფებმა ავღანეთი თითქმის სრულად დატოვეს

დიდი ბრიტანეთის სამხედრო დანაყოფებმა ავღანეთი თითქმის სრულად დატოვეს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.

„ყველა ბრიტანელი სამხედრო, რომელიც ავღანეთში ნატო-ს მისიაში მონაწილეობდა, ახლა შინ ბრუნდება. გარკვეული მიზეზებით, მე არ გავასაჯაროებ გასვლის გრაფიკს, თუმცა შემიძლია ვუთხრა პარლამენტს, რომ ჩვენი პერსონალის უმეტესობამ ქვეყანა უკვე დატოვა“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

დიდმა ბრიტანეთმა ავღანეთში სამხედროები 2001 წელს, 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ განათავსა. ავღანეთში დისლოცირებისას, გარდაიცვალა 457 ბრიტანელი სამხედრო.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან სამხედროების 2021 წლის 11 სექტემბრისთვის გაყვანის გადაწყვეტილება გაზაფხულზე მიიღო. პენტაგონში აცხადებენ, რომ ავღანეთი უკვე დატოვა აშშ-ის ძალების 90-მა პროცენტმა.