„იუვენტუსი“ არ აპირებს 2023-24 წლების სეზონში ლეონარდო ბონუჩის გამოყენებას,- წერს გაზეთი Corriere della Sera.
ტურინული კლუბის ახალ სპორტულ დირექტორს, კრისტიანო ჯუნტოლის მიაჩნია, რომ დროა, შეიცვალოს 36 წლის ფეხბურთელი. ბონუჩის უკვე შეატყობინეს, რომ „იუვენტუსი“ მასზე აქცენტის გაკეთებას არ აპირებს.
გარდა ამისა, ვეტერანს დღევანდელი „იუვენტუსის“ საზომით ძალიან მაღალი ხელფასი (12 მილიონი ევრო) აქვს. ასე რომ, მცველმა, შესაძლოა, სულ მალე დატოვოს გუნდი.
კარიერის გაგრძელების ყველაზე სავარაუდო ვარიანტია „სამპდორია“, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ბონუჩის ყოფილი პარტნიორი ანდრეა პირლო. გენუური კლუბი სერია A-დან გავარდა და ახლა აგროვებს გამოცდილ ფეხბურთელებს, რათა მთავარ ლიგაში დაბრუნდეს.