ბომბარდირი შენგელია - 18 ქულა „მილანთან“ გასამარჯვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა [ვიდეო] #1TVSPORT
ბომბარდირი შენგელია - 18 ქულა „მილანთან“ გასამარჯვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ევროლიგის წლევანდელი გათამაშების ნახევარფინალში „ეფესთან“ დამარცხდა, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კი „მილანს“ დაუპირისპირდა. ქართველის დიდი მონდომებისა და შედეგიანი თამაშის მიუხედავად ცსკა-მ „მილანთან“ ვერაფერი გააწყო და 73:83 დამარცხდა.

თორნიკემ 28 წუთში 18 ქულა, 9 მოხსნა და 3-3 პასი ჩაჭრა მოაგროვა. მან 11-დან 6 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

18 ქულა შენგელიას მატჩის ბომბარდირობისთვის საკმარისი აღმოჩნდა. მეორე შედეგი მილანელებს სერხიო როდრიგესსა და ვლადიმირ მიცოვს ჰქონდათ – 14-14 ქულა.

ასე და ამგვარად, ცსკა-მ ევროლოიგის წლევანდელი სეზონი მეოთხე ადგილზე დაასრულა, მესამეზე კი „მილანი“ გავიდა.

დატოვე კომენტარი