ბომბარდირი, რომელმაც „გაგრა“ ეროვნულ ლიგაში დააბრუნა - აფხაზეთის გუნდი ეროვნულ ლიგაში თამაშს იმსახურებდა #1TVSPORT
ბომბარდირი, რომელმაც „გაგრა“ ეროვნულ ლიგაში დააბრუნა - აფხაზეთის გუნდი ეროვნულ ლიგაში თამაშს იმსახურებდა #1TVSPORT

თამაზ მაქაცარიამ, რომელმაც „გაგრას“ და ქობულეთის „შუქურას“ დაპირისპირების ბედი გადაწყვიტა, საქართველოს პირველ არხთან გუნდის წარმატების მიზეზებზე ილაპარაკა.

26 წლის თავდამსხმელმა პლეი ოფის ორმატჩიან დაპირისპირებაში ერთადერთი გოლი გაიტანა და „გაგრას“ ეროვნული ლიგის საგზური მოუტანა.

„ჩვენი გუნდი 2 წელი შენდებოდა და მიხარია, რომ მიზანს მივაღწიეთ. ქობულეთის „შუქურა“ ძლიერი გუნდია, რომლის დამარცხებაც ეროვნულ ლიგაშიც ბევრს უჭირდა. მაგრამ მწვრთნელები და ფეხბურთელები მოედანზე მხოლოდ ერთი აზრით გავედით, რომ მოგვეგო და ეროვნულ ლიგაში გადავსულიყავით. მიხარია, რომ ეს ჩემი გოლით მოვახერხეთ და 10-წლიანი პაუზის შემდეგ ისევ იქ დავწინაურდით, სადაც ჩემი აზრით, „გაგრას“ თამაში ეკუთვნის. ეს აფხაზეთის გუნდია და წარმატება და ეროვნულ ლიგაში გადასვლა დაიმსახურა“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან თამაზ მაქაცარია.

24 გოლით „გაგრას“ თავდამსხმელი ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა:

„დავითვალე და ეროვნულ ლიგაში, საქართველოს თასზე და კონფერენს ლიგაზე ჯამში 28 შეხვედრა ჩავატარე და 25 გოლი გაიტანე, რაც ვფიქრობ კარგი შედეგია. მიხარია, რომ ლიგა 2-ის ბომბარდირი გავხდი, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად მთელი წრე გამოვტოვე“.

მაქაცარიას თქმით, მისი წარმატებული სეზონი მთავარი მწვრთნელის, გაგა კირკიტაძის დამსახურებაა:

„როდესაც გუნდში მივედი, 4 ოპერაცია მქონდა გადატანილი და დასამალი არაა, რომ საკუთარი ძალების რწმენაც დაკრგული მქონდა. ამ რთული პერიოდის დაძლევაში კირკიტაძე დამეხმარა, მენდობოდა, მათამაშებდა და მეც მინდოდა, ამ თანადგომისთვის მადლობა გადამეხადა. ვფიქრობ, ჩვენს მწვრთნელს მადლობა ქობულეთის „შუქურასთან“გოლითაც გადავუხადე“.