„ბოლტონ უონდერერზს“ გაუქმება ემუქრება
„ბოლტონ უონდერერზს“ გაუქმება ემუქრება

ინგლისურმა კლუბმა „ბოლტონმა“ შესაძლოა, არსებობა შეწყვიტოს. „უონდერერსის“ ადმინისტრატორ პოლ ეპლტონის სიტყვებით, ლიკვიდაციის პროცესი ოთხშაბათს დაიწყება, თუ კლუბი პოტენციურ მყიდველს ვერ იპოვნის.

„კვირას საღამოს გაიმართა წინასწარი დიალოგი, მაგრამ ჩვენ ჯერ ისევ შორს ვართ გადაწყვეტილებისგან. ამიტომაც მივმართავ ორივე მხარეს, რომ ყველაფერი გააკეთონ კომპორომისის მისაღწევად. 24 საათის შემდეგ, კლუბს წაართმევენ ლიგა 1-ის წევრობას. გარდა ამისა, დღეისთვის „ბოლტონს“ არ შეუძლია ვაჭრობის გაგრძელება და ამიტომაც დახურვის პროცესი ოთხშაბათს დაიწყება. საბოლოოდ, ეს გამოიწვევს „ბოლტონის“ ლიკვიდაციას და შესაბამისად, 150 სამუშაო ადგილის დაკარგვას“, – განაცხადა ეპლტონმა.

„ბოლტონი“ დააარსდა 1874 წელს. თავისი არსებობის განმავლობაში კლუბმა ოთხჯერ მოიპოვა ინგლისის თასი და ერთხელ მოიგო ქვეყნის სუპერთასი.