ბოლტი შეიძლება მარადონას გუნდში გადავიდეს
ბოლტი შეიძლება მარადონას გუნდში გადავიდეს

მძლეოსნობაში რვაგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, იამაიკელმა სპრინტერმა უსაინ ბოლტმა, შესაძლოა, საფეხბურთო კარიერა მექსიკაში გააგრძელოს. როგორც ესპანური გაზეთი Marca წერს, ბოლტი მოლაპარაკებებს „დორადოსთან“ აწარმოებს, რომელსაც ლეგენდარული არგენტინელი დიეგო მარადონა ავარჯიშებს.

შეგახსენებთ, რომ ბოლტმა კარიერა ავსტრალიის „სენტრალ კოსტ მარინერსში“ დაიწყო, მაგრამ კლუბი დატოვა, რადგან შეთავაზებული საკონტრაქტო პირობები არ მოეწონა.