ბოლონიის აეროპორტთან მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 60 დაშავდა

19:55, 06.08.2018

ბოლონიის აეროპორტთან მომხდარ აფეთქებას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. Reuters-ის ინფორმაციით, აალებადი მასალებით დატვირთული ავტომობილის აფეთქების შედეგად სხეულის დაზიანება 60-მდე ადამიანმა მიიღო.

ინციდენტი ბოლონიის გარეუბანში, აეროპორტის სიახლოვეს მოხდა.

ხიდზე გადაადგილებისას, ერთმანეთს სატვირთო და აალებადი მასალებით დატვირთული ავტომობილები შეეჯახნენ. შეჯახების შემდეგ ხიდის ნაწილი ჩაინგრა და ცეცხლი სხვა მანქანებზეც გავრცელდა.

 

მსგავსი