„ბოლომდე ვერ მოვისმინეთ არგუმენტები, რის გამოც მხარი უნდა დავუჭიროთ  სტრუქტურულ ცვლილებებს“  
„ბოლომდე ვერ მოვისმინეთ არგუმენტები, რის გამოც მხარი უნდა დავუჭიროთ  სტრუქტურულ ცვლილებებს“  

მთავრობისგან  ველოდებით არგუმენტებს, სამინისტროების გაერთიანების შემთხვევაში, როგორ იქნება აღმოფხვრილი არსებული რისკები, – განაცხადა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზაზა ხუციშვილმა მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, არსებობს უამრავი კითხვა, რაზეც კონკრეტული პასუხებია საჭირო.

„ჩვენ ბოლომდე ვერ მივიღეთ ის არგუმენტები, რის გამოც უნდა დავუჭიროთ მხარი სტრუქტურულ ცვლილებებს.  გაგრძელდება კონსულტაციები, გვაინტერესებს უამრავი თემა, რომელზეც უფრო გახსნილი და კონკრეტული პასუხები გვჭირდება. დღეს იგივე პოზიცია გვაქვს, ვხედავთ გარკვეულ რისკებს, ამიტომ მთავრობისგან  ველოდებით იმ არგუმენტებს, როგორ იქნება ეს რისკები აღმოფხვრილი ამ გაერთიანების შემთხვევაში. თვითონ ეს ფაქტი, რომ წამყვანმა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა ცვლილებებს, ნიშნავს იმას ,რომ საპარლამენტო ზედამხედველობა ძლიერდება. ეს არის წინაპირობა იმისა, რომ როგორიც არ უნდა იყოს მომავალში მენეჯმენტი და მართვა ამ სამინისტროსი, ჩვენ მოწოდებული ვართ იმისათვის, რომ მაქსიმალური საპარლამენტო კონტროლი განვახორციელოთ“, – აღნიშნა ხუციშვილმა.