ბოლო პერიოდში ფოთში სამედიცინო დაწესებულებებს გრიპის ვირუსის სიმპტომით 1 525-მა პაციენტმა მიმართა
ბოლო პერიოდში ფოთში სამედიცინო დაწესებულებებს გრიპის ვირუსის სიმპტომით 1 525-მა პაციენტმა მიმართა

ბოლო პერიოდში ფოთში სამედიცინო დაწესებულებებს გრიპის ვირუსის სიმპტომით 1 525-მა პაციენტმა მიმართა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერმა, ნინო ლეფსაიამ განუცხადა.

მისი თქმით, სტაციონარულ მკურნალობას 40 პაციენტი გადის. მათ შორის, სამის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

„ქალაქში მდგომარეობა სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება. სტაციონარულ მკურნალობას 40 პაციენტი გადის, მათ მწვავე რესპირატორული ინფექცია აღენიშნებოდათ. პნევმონიით, შედარებით გართულებული ფორმით ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში სამი პაციენტია მოთავსებული, თუმცა მათი მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია“, – აღნიშნა ნინო ლეფსაიამ.

დატოვე კომენტარი