ბოლო ოთხი თვის განმავლობაში პირველად, ისრაელის ცენტრალური რაიონების მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა
ბოლო ოთხი თვის განმავლობაში პირველად, ისრაელის ცენტრალური რაიონების მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა

ბოლო ოთხი თვის განმავლობაში პირველად, ისრაელის ცენტრალური რაიონების მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. განგაშის სიგნალები გაისმა თელ ავივშიც. არსებული მონაცემებით, ისრაელის მიმართულებით ათი რაკეტა გაუშვეს.

ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ, „რკინის გუმბათმა“ რაკეტების განეიტრალება შეძლო.

ისრაელის მედიის განცხადებით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო.

ისრაელის მედია წერს, რომ თავდასხმა ღაზის სექტორის ქალაქ რაფაჰიდან მოხდა. ისრაელის თავდაცვის ძალებში გასულ კვირას განაცხადეს, რომ „ჰამასს“ აქვს შესაძლებლობა, განახორციელოს სარაკეტო თავდასხმები ცენტრალურ ისრაელზე რაფაჰის რაიონიდან და როდესაც ჯარები უფრო წინ მიიწევენ ქალაქში, ტერორისტული ჯგუფი, სავარაუდოდ, განახორციელებდა ასეთ შეტევას.