ბოლო მონაცემებით, ნეპალში სტიქიის შედეგად 752, ტიბეტში კი, თექვსმეტი ადამიანი დაიღუპა
ბოლო მონაცემებით, ნეპალში წყალდიდობის შედეგად 752 ადამიანი დაიღუპა.
ტიბეტში კი სტიქიას თექვსმეტი ადამიანი ემსხვერპლა. შედეგად, დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 768-ს მიაღწია.
ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
ნეპალის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ამრიტ ბაჰადურ რაიმ განაცხადა, რომ ცხედრებიდან დნმ-ის ნიმუშები აიღეს და თითოეული მათგანი დეტალურად აღრიცხეს.